24 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
აშშ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს აუქმებს 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 240 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღწევს.

შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს მოხსნის.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა გაერთიანებულ სამეფოში სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ანალოგიურად მზარდია ინფექციის შემთხვევები რუსეთსა და თურქეთშიც.

ვირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ ავსტრალიაში. ქვეყნის მიზანს მოსახლეობის 90%-ის აცრა წარმოადგენს.

შტატებში "ჯონსონის" ვაქცინის მე-2 დოზით აცრის რეკომენდაცია გასცეს. ამასთან ამერიკა სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან აუქმებს.

დღის ამბები