დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდსაწინააღმდეგო აცრების 18 ოქტომბრის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბოლო 24 საათში მხოლოდ 2265 ადამიანია აცრილი. მათ შორის თბილისში 1567, ქვემო ქართლი - 69, კახეთი - 22, სამცხე ჯავახეთი - 17, აჭარა - 234, გურია - 33 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 97. რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 6, იმერეთი -219, შიდა ქართლი -1 და მცხეთა-მთიანეთი 0.
NCDC-ის ცნობით, 18 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %. სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2 260 ადამიანი.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40422-ია. მათ შორის 1247 მძიმე პაციენტია.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 9510 აღწევს, ბოლო 24 საათში კი დაავადებას 42 ადამიანი ემსხვერპლა.