20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
როგორ ჩავარდა 20 წლის მამაკაცი ლიფტის შახტში მე-8 სართულის სიმაღლიდან - დიდ დიღომში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ლიფტის შახტში ჩავარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - 20 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების თქმით, ის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუშა დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე იყო, რა დროსაც შახტში ჩავარდა. 

კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მომხდარის შესახებ განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.

"არანაირი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა ჩვენთან. უბრალოდ, ლამინატის ქვეშ კოჭი ყოფილა დაზიანებული როგორც ჩანს და ჩაუტყდა. მუშა კარგად არის, არაფერი პრობლემა არ აქვს, ყველაფერი წესრიგში აქვს," - ამბობს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

შემთხვევა სამშენებლო კომპანია "გალაქსი კონტრაქშენის" სამშენებლო ობიექტზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.  

დღის ამბები