კულტურის მინისტრმა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი და ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერა.
თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ორივე მუზეუმის თანამშრომლებს, რომ ისინი პრაქტიკულად, ენთუზიაზმის საფუძველზე უფრთხილდებიან და უვლიან მათ მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს. აქვე მინისტრმა პრობლემების მოგვარების დაპირება დადო.