20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ქვეყანაში კორონავირუსს 51 000 ადამიანი ებრძვის - იზრდება ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება გართულდა და, ნელ-ნელა, პიკისკენ მიდის. 

მისი თქმით, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი და მძიმე პაციენტების რაოდენობა იზრდება და ჯანდაცვის სისტემის რესურსი იწურება. 

"დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის. დღეს ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 51 ათასი. უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემას. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და, ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა.

ჩვენ დეკემბერში, პიკზე, გვქონდა 33-34 ათასი აქტიური შემთხვევა, აგვისტოს პიკზე გვქონდა 63 ათასი, მაგრამ, შორს აღარ არის 63 ათასი. თუ ყოველდღე 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იქნა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან სწრაფად მივალთ უკვე იმ ლიმიტამდე, რასაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს,"-აცხადებს გამყრელიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები