25 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
"ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების" - შსს ბათუმში მომხდარ არასრულწოვნების დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოც მუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით," - აცხადებენ უწყებაში.

ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ში ატვირთეს. როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღის ამბები