სუდანში საპროტესტო აქციაზე სამხედროებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას 7 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა. სუდანელები ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები სამხედროებმა გუშინ დილით დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მათი ლიდერის განცხადებით, სუდანში 2023 წელს არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლებას სამოქალაქო პირს გადააბარებენ.
გაერო და შეერთებული შტატები სუდანის მთავრობის წევრების გათავისუფლებას მოითხოვს, დღეს ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს. შეერთებული შტატები კი სუდანისთვის 700 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას აჩერებს.