05 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
"კრიმინალური ქსელი ატყუებდა მსხვერპლებს და ითვისებდა ათეულობით მილიონ ევროს" - ​Eurojust-ის განცხადება ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ

Eurojust-ის განცხადება ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ - ევროკავშირის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას გერმანიის, საქართველოს და ისრაელის ერთობლივ ოპერაციაზე. როგორც ირკვევა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, საქართველოს პარალელურად, დაკავებების სერია იყო ისრაელშიც. აქ პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი აიყვანა, გამოძიება მათ დანაშაულის ხელმძღვანელ პირებად განიხილავს.

"Eurojust-ის მხარდაჭერით, გერმანიის, საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებამ გაანადგურა კრიმინალური ქსელი, რომელიც ოპერირებას უწევდა სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმებს, ატყუებდა მსხვერპლებს და ითვისებდა ათეულობით მილიონ ევროს. გასულ კვირას საქართველოსა და ისრაელში განხორციელებული მოქმედებების დროს დააკავეს 11 ეჭვმიტანილი, ამოიღეს უძრავი ქონება, ძვირადღირებული მანქანები, საკომუნიკაციო ტექნიკა და ნაღდი ფული, ჯერჯერობით უცნობი ოდენობის. თაღლითობის სქემის გამოძიება 2015 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც მოქალაქეებმა იჩივლეს, მათ შორის გერმანელმა დაზარალებულებმა, რომლებმაც დაკარგეს ყველა ინვესტიცია მინიმუმ 18 სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით. ქართული და ისრაელური წარმოშობის თაღლითების ჯგუფმა შექმნა რამდენიმე შეზღუდული კომპანია, რომლებიც ოპერირებდნენ ამ პლატფორმებზე. ისინი თავს აჩვენებდნენ რომ იღებდნენ მაღალ მოგებას ფინანსურ ფასიან ქაღალდებში, აქციებში, სასაქონლო აქტივებში, ვალუტებსა და კრიპტოვალუტებში ინვესტციებიდან. ინვესტორები, რომლებიც რეაგირებდნენ იმ ონლაინ რეკლამებზე რომლებიც პროფესიონალურად გამოიყურებოდა, უკავშრდებოდნენ ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც მომხმარებლების ენაზე საუბრობდნენ. ამ მიზნით, გამოიყენეს შეთითხნილი სახელები და ყალბი ან ფარული ტელეფონის ნომრები, ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ საინვესტიციო კომპანიების ადგილმდებარეობის შესახებ, ცდილობდნენ ინვესტორების ნდობის მოპოვებას. დამნაშავეები წინასწარ განსაზღვრავდნენ ინვესტიციებიდან მნიშვნელოვან მოგებას, რამაც წაახალისა დაზარალებულები ინვესტიციებისკენ და, შემდგომში, მათ მნიშვნელოვანი თანხების დაკარგეს. მოგებას ათეთრებდნენ უცხოური საბანკო ანგარიშების მეშვეობით და, მოგვიანებით, რიცხავდნენ უკან საკუთარ ანგარიშებზე, მათ შორის, საქართველოში. მთლიანი ვაჭრობა მიმდინარეობდა ევროში, აშშ დოლარსა და ფუნტ სტერლინგში. ოპერაცია ინიცირებული იყო გერმანიის ბამბერგის გენერალურმა პროკურატურის (GPPO) და კიბერდანაშაულის დევნის ბავარიის ცენტრალურმა ოფისის მიერ ბავარიის პოლიციის მხარდაჭერით.

ოპერაციის დროს საქართველოში 100-ზე მეტი სამართალდამცავი იყო განლაგებული, მათ შორის, 20-მდე გერმანელი ოფიცერი და გერმანელი პროკურორი. Eurojust-ი დაეხმარა გერმანიის, საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებას ურთიერთსამართლებრივი დახმარების მოთხოვნის შესრულებაში და კოორდინირება გაუწია ტრანსსასაზღვრო სასამართლო მხარდაჭერაში. საქართველოში ოპერაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს სამეკავშირეო პროკურორის კოორდინაციით, რომელმაც მისი მოვალეობა გასულ წელს დაიწყო. ისრაელში დახმარება გაუწიეს საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტმა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რწმუნებულის ოფისმა, თაღლითობის განყოფილების ხელმძღვანელმა და ისრაელის პოლიციის საერთაშორისო იურიდიული დახმარების განყოფილებამ,"-წერია განცხადებაში. 

დღის ამბები