კინოთეატრი "ამირანი" უკვე მეოთხედ, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ექნება 46 ქვეყნის 190-ზე მეტი მულტფილმი დიდ ეკრანზე იხილოს.
ფილმების ჩვენების გარდა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ციფრული ვიზუალური ხელოვნების გამოფენა და სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორთან ჩატარდება მასტერკლასები.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ 1 ანიმაციური კინოსურათი, სახელწოდებით "ზოლემია" იქნება წარდგენილი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებლის გემოვნებაზე არის მორგებული.