03 სექტემბერი 2026,   04:44
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდში - "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ხმების მოსაზიდად დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წევრებს ამომრჩევლის დაშინებასა და ხმების მოსაზიდად დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.

საპირისპირო ბრალდებებს უყენებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" წევრები. მათი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორი მათი მხარდამჭერების პირადობის მოწმობებს უკანონოდ აგროვებდა.

საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც. ინცინდენტის მონაწილე პირების გამოკითხვა ზუგდიდის პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები