20 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
"დაუყვირია ჩემს მეუღლეს, რომ არ მესროლოთო..." - რა ვითარებაში გაიტაცეს ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე

მორიგი გატაცება ოკუპანტების მიერ. რუსმა სამხედროებმა საქართველოს 2 მოქალაქე ჩორჩანადან გაიტაცეს - შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როცა ვალერი გაგნიძე და ზაზა მელიქიშვილი სხვა თანასოფლელებთან ერთად ოჯახისთვის შეშას აგროვებდნენ. 

ოჯახის წევრების თქმით, მათ არ იციან, თუ რა პირობებში მოხდა გატაცება. როგორც ისინი აცხადებენ, გატაცების შესახებ თავდაპირველად იმ პირმა შეატყობინა, რომელიც შეშის მოსატანად მათთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ოკუპანტების გამოჩენისას დამალვა შეძლო.

"არაფერი არ დაუნახავს, დაუყვირია ჩემს მეუღლეს, რომ არ მესროლოთო, ამით ანიშნა რომ სხვები დამალულიყვნენ, თუ რა იყო არ ვიცი... დანარჩენებმა ვერ დაინახეს როგორ წაიყვანეს, მერე ჩამოვიდნენ და მოგვიტანეს ამბავი. პოლიციაც მოვიდა და დაგვამშვიდეს, მხარში დაგიდგებითო," - აცხადებს ერთ-ერთი გატაცებულის მეუღლე ნინო ოდეიშვილი.  

მომხდარს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები