ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ინფიცირების ის მაჩვენებელი, რაც საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება, ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ინფექციონისტი ასე გაგრძელების შემთხვევაში, კოლაფსს ვარაუდობს.
"ინფიცირების ის დღიური შემთხვევები, რომელიც ჩვენთან ფიქსირდება, ძალიან ბევრია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, გამოიწვევს, ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას, დადგება საველე ჰოსპიტლების საჭიროებაც და გაუარესდება ჯანდაცვის მიწოდების ხარისხიც, ამასთან გაგვეზრდება სიკვდილიანობა - ეს კი ნიშნავს კოლაფსს და დიდ დარტყმას ქვეყნისთვის.
დღეს ჩვენ ამ კოლაფსის გზაზე ვართ. საავადმყოფოები უკვე თითქმის სავსეები არიან, ჯერჯერობით არ არის ის პრობლემა, რომ პაციენტი დროულად მოთავსდეს სტაციონარში, მაგრამ თუ ამ დინამიკით წავედით, ამ რეალობის წინაშეც აღმოვჩნდებით. ეს რომ ბოლო ტალღა იყოს, სწორედ ამისთვის არის საჭირო ვაქცინაცია,"- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.