20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველ ნომერს, ელეონორა არჩაიას ავტომობილი დაუზიანეს

პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველ ნომერს, ელეონორა არჩაიას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ელეონორა არჩაიას თქმით, ეკლესიაში წირვაზე იყო, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა. მისი თქმით, უცნობია, ვინ დააზიანა, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, ზეწოლა დაიწყო და საფრთხე მის ბიზნეს საქმიანობასაც ემუქრება.

ადგილზე იმყოფება პოლიცია. ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "ქართული ოცნებიდან", ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია "საქართველოსთვის" სიით მოხვდა.

დღის ამბები