საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 553 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 47 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 4 223 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა - 48 901.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 46 957-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 369 ადამიანი აიცრა.