20 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
სპეციალისტების პროგნოზები ისევ საგანგაშო - კლინიკებში მყოფი მძიმე კოვიდ პაციენტების 30%-ს რეანიმაცია სჭირდება

5500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა და 47 გარდაცვლილი. ეს 23 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია.

სპეციალისტების პროგნოზები კი ისევ საგანგაშო - კლინიკებში მყოფი მძიმე პაციენტების 30%-ს რეანიმაცია სჭირდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდაფეთქება უკვე დაწყებულია.

"ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაჩნდა ქვეშტამი, მიმოსვლა ამ ქვეყნებთან შესაძლებელია და თავისუფლად შეიძლება საქართველოში ის შტამიც დაფიქსირდეს,"- აცხადებს გოფოძე. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, რომ კლინიკებს უკვე დაეტყო ინფცირებულთა რაოდენობის ზრდა. მისი თქმით, ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიდი რაოდენობა მძიმე მიმდინარეობის არის.

დღის ამბები