ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაურია, გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გაგზავნილმა პირებმა - მათ შორის ჩოხოსნებმა, პოლიციასთან ერთად განკვეთილ ბერებს მამათა სალხინოს მამათა მონასტერი ძალით დაატოვებინეს.
როგორც მათი მხარდამჭერებისოციალურ ქსელში წერეენ პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი 5 მათგანი.
"მამა დანიელი, მამა ლუკა,მამა მიქაელი, მამა პეტრე,მამა ბასილი დაკავებულია გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში,"- წერენ სალხინო- წაჩხურუს მრევლი ფეისბუკგვერდზე.
განკვეთილი ბერები საკლესიო საქმიანობის ხელის შეშლისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.
საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.