03 სექტემბერი 2026,   07:11
ვრცლად
5469 ადამიანი გარდაიცვალა 15 მარტიდან დღემდე, ამ უზარმაზარი ციფრიდან 98.9% იყო არავაქცინირებული - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ 15 მარტიდან დღემდე 5469 ადამიანი გარდაიცვალა და მათგან, 98.9% არავაქცინირებული იყო.

"ყველა იმ ადამიანის გასაგონად, რომელიც ჯერ კიდევ, არის თუ არა, ვაქცინაცია მნიშვნელოვანი - 5469 ადამიანი გარდაიცვალა 15 მარტიდან დღემდე, ამ უზარმაზარი ციფრიდან, 98.9% იყო არავაქცინირებული. ამ ციფრების უკან დგას მარტივი არჩევანი - ან მივდივართ და ვიკეთებთ ვაქცინას და ჩვენი გადარჩენის შანსი ინფიცირების შემთხვევაში არის ძალიან მაღალი, ან არ ვიკეთებთ,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები