249 მილიონი ინფიცირებული და 5 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. პანდემიის დაწყებიდან უკვე მეორედ წითელი ზონა კვლავ ევროპაა.
რეკორდული მონაცემები ფიქსირდება რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. სახელმწიფოების ერთი ნაწილი ინფიცირების შემთხვევების ზრდას დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელს, ნაწილი კი სხვადასხვა შტამებს უკავშირებს.
ამასობაში კი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება და კომპანია "ფაიზერი" "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ახალი აბების მილიონობით დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
"ფაიზერის" ინფორმაციით, ახალი ექსპერიმენტული აბები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 90%-ით ამცირებს.