ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა - ის კლინიკაში გარდაიცვალა
06-11-2021 20:25
რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია მიმდინარეობს.