07 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
"აქციაზე პირველად წავიდა, იქ წასვლა "ნაცმოძრაობამ" დააორგანიზა, ისინი მოდიან 20-30 ლარს უხდიან ადამიანებს და მიჰყავთ" - აქციაზე გარდაცვლილის ახლობელი

აქციის გარდაცვლილი მონაწილე პოლიტიკურად აქტიური არ იყო - ამას ჯერ კიდევ გასულ ღამეს დმანისში, მისი ახლობლები ამბობდნენ. მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ის საერთოდ იმყოფებოდა აქციაზე.

გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ აქციაზე ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით წავიდა.

"მშვიდი ადამიანი იყო არასოდეს ერეოდა პოლიტიკურ პროცესებში. აქციაზე პირველად წავიდა, იქ წასვლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააორგანიზა, ისინი მოდიან 20-30 ლარს უხდიან ადამიანებს და მიჰყავთ,"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. 

შემთვევა გუშინ მოხდა - მამაკაცი რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

დღის ამბები