20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"ვინც შფოთს ატეხავს, იმას დროებით დავაბრკოლებთ, შემდეგ უკვე ნებისმიერი ადამიანი შემოვა" - მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა, რომ მონასტერში შესვლას დროებით აუკრძალავენ იმ ადამიანებს, რომლებიც, მათი ვარაუდით, შფოთის ატეხვას ცდილობენ. 

მისივე თქმით, მღვდელმსახურებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. 

"ვინც შფოთს ატეხავს, იმას დროებით დავაბრკოლებთ, რომ შფოთის ატეხვა შეუძლებელია აქ და შემდეგ უკვე ნებისმიერი ადამიანი შემოვა. ახლა როცა შფოთისთავია და ორგანიზებულია რაღაც შფოთი, ვიღაცას ყვირილი უნდა და უნდა შეუშალონ ხელი მღვდელმსახურებას, გარკვეულ პირებს ვაჩერებთ, რომ არ იყოს მათი... რავიცი მე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც უშლიან ხელს მღვდელმსახურებას,"-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

კომენტარი გააკეთა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია საპატრიარქოს პოზიციასა და საეკლესიო კანონებთან. მანვე აღნიშნა, რომ თითოეული ტაძარი, კანონის მიხედვით, ეკლესიის საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, ნებართვის გარეშე შესვლის. 

დღის ამბები