07 მაისი 2024,   06:49
ვრცლად
რა მომსახურება შეეზღუდება პირს რომელსაც ე.წ. მწვანე პასპორტი არ ექნება - "მწვანე სტატუსის" პრიორიტეტი

1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა საკვებ ობიექტებში და გასართობ ცენტრებში შესვლას მხოლოდ კოვიდპასპორტით შეძლებენ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტის პრინციპი მხოლოდ ობიექტების სტუმრებს შეეხება და არა მომუშავე პერსონალს.

"1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ამის თაობაზე მე ვთხოვ ჩვენს პრესსამსახურს, რომ დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს და მოსახლეობას ავუხსნათ.

ეს ობიექტები არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები და ა.შ. ასევე, საკონცერტო დარბაზები, სამორინეები, სათამაშო ბიზნეს ობიექტები და ა.შ.

ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული.

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები