ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 141 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაში 21 პაციენტია მოთავსებული - მათი ნახევარი წლამდე ასაკის ბავშვია.
თუმცა, როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რეანიმაციაში, ასევე, არიან 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებიც, რომელთა ვაქცინაციაც საქართველოში უკვე დასაშვებია :
"მაინტერესებდა მშობლის აზრი, რატომ არ აცრეს - სერიოზული თანმხლები დაავადებით არიან ამ ასაკის ბავშვები რეანიმაციაში და არცერთი მათგანი აცრილი არ არის," - ამბობს მაია ჩხაიძე.