16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
სუს-თან ხმაურია - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის, ზვიად კუპრავა და ბადრი შუბლაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია 7 პირი. მათ შორის არიან, ზვიად კუპრავა და ბადრი შუბლაძე. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი.

პოლიცია ადგილიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

დღის ამბები