"რუსთავის 2-ის" საქმე მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
მოსარჩელეები სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ითხოვენ.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით კი, მოსარჩელეების მოთხოვნები ხანდაზმულია.