26 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო მსოფლიო COVID-19-ს ვერ ამარცხებს - გადავლენ თუ არა ქვეყნები რადიკალურ ზომებზე

ევროპა ახლიდან შედის კორონავირუსის კრიზისულ ფაზაში. იტალია ისევ ეპიცენტრია. 
იტალიის ჩრდილოეთი კვლავ კოვიდინფიცირების უკონტროლო ზღვარზეა. პაციენტების მზარდი რაოდენობის გამო კლინიკებში მედპერსონალი აღარ ჰყოფნით.

ვითარება მძიმდება სლოვაკეთშიც, სადაც საავადმყოფოებში გეგმიური სამედიცინო სერვისები შეიზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 67,2% ვაქცინირებულია, რეკორდულად მაღალი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა გერმანიაში, რის გამოც ანგელა მერკელი რეგიონების პრემიერებთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

კანადაში, სადაც მოქალაქეების 75%-ზე მეტი სრულად აცრილია, ეპიდაფეთქებამ დასახლებული ქალაქებიდან იმ პერიფერიებში გადაინაცვლა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ისრაელი ვირუსის გადადების შესაჩერებლად 5-11 წლამდე ბავშვებს აცრის.

ექიმებისა და საჯარო მოხელეებისთვის აცრა, შესაძლებელია, სავალდებულო გახდეს უკრაინაში. ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

 

ავტორი: თინათინ ცერცვაძე

დღის ამბები