უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რუსების აქტიური გადაადგილების შესახებ ცნობები მას დასავლეთის ქვეყნებმა გაუზიარეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მსოფლიო ამჯერად ნათლად დაინახავს, სინამდვილეში, ვის სურს მშვიდობა და ვინ ახდენს 100 ათასამდე სამხედროს მობილიზებას უკრაინის საზღვართან.
ოფიციალური მოსკოვი ინფორმაციას არ ადასტურებს.