05 დეკემბერი 2024,   08:08
ვრცლად
სააკაშვილი ყველა დანიშნულ მედიკამენტს იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება - N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

მიხეილ სააკაშვილი ყველა დანიშნულ მედიკამენტს იღებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა მანანა ელეფტეროვამ განაცხადა. ის კოლეგებს მიმართავს თხოვნით, სიტუაციის დრამატიზებისგან თავი შეიკავონ.

"მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან, მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, ტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოს და ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ექიმი ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე," - ამბობს მედიკოსი.

დღის ამბები