ევაკუაცია ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსიდან - რურუას ქუჩაზე ავარიული შენობის მცხოვრებლებმა გვიან ღამით კედელზე ბზარები და სამშენებლო მასალის ჩამოშლა შენიშნეს. მათი მოთხოვნაა - ან დაინგრეს, ან გამაგრდეს მათი საცხოვრებელი ფართები.
"დეტალური კვლევის შემდეგ გადაწყდება ამ ოჯახების ბედი. აქ მცხოვრებლები მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს პროგრამაში, რომელიც 80 მილიონ ლარს ითვალისწინებს 4 წლის განმავლობაში. მათ ყურადღებას მაქსიმალურად მივაქცევთ,"- აცხადებს ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯაბა ბერიძე.
72 ოჯახი ალტერნატიულ დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი, შენობის მდგრადობას კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის.