16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა 1 პირი

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - მოშიმშილე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს და შეეცადნენ, არ მიეცათ უფლება ფრაქცია "ქართული ოცნებისთვის" სხდომის ჩატარების უფლება. მას შემდეგ რაც საკრებულოს აპარატის უფროსის მოთხოვნაზე, დაეტოვებინათ დარბაზი, მათ უარი განაცხადეს, ადგილზე დაცვის სამსახური მივიდა და დეპუტატებს დარბაზი ძალით დაატოვებინა. 

სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა ერთი ადამიანი, მას ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება აღმოუჩინა. 

ამ დროისთვის, დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი აღარ იმყოფება, იქ "ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიუჯეტს განიხილავენ. 

დღის ამბები