20 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ნუსხას თბილისთან ერთად ბათუმიც დაემატა - ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალზე

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ნუსხას თბილისთან ერთად ბათუმიც დაემატა. თუ დედაქალაქის შემთხვევაში პრიორიტეტი მედიახელოვნებაა - ზღვისპირა ქალაქში აქცენტი მუსიკაზეა. იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების კავშირის მიზანი ხელოვნებით მსოფლიოს უფრო მეტად დაახლოება, წევრი ქალაქების ინიციატივების წახალისება და კულტურული აქტივობების ხელშეწყობაა.

ამ სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ელისო ბოლქვაძე 2015 წლიდან დღემდე იუნესკოს მშვიდობის ელჩია, სწორედ იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალზე ოდრე აზულეს თავად გააცნო შავი ზღვის მარგალიტის შესაძლებლობები, პოტენციალი და გეგმები რომელიც განსაკუთრებით მუსიკალურ ნაწილს ეხებოდა.

იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში მოხვედრით ბათუმი კიდევ უფრო მეტად შეძლებს მუსიკალური ხელოვნების განვითარებას. იუნესკოსთან ქართველი პიანისტის ფონდი "ლირა" რამდენიმე წელია უკვე თანამშრომლობს, ასევე ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობის მიზნით ელისო ბოლქვაძემ "ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალიც" დააფუძნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმას წარმოადგენს.

დღის ამბები