23 დეკემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"ფიზიკურად პაციენტი გაცილებით აქტიურია, დღეს მისი გატარების პირველი მცდელობა იყო" - კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილზე

როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის კურსი - მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმთა კონსილიუმმა შეისწავლა.

კონსილიუმის წარმომადგენლებმა კი უკვე დატოვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურდება და უმჯობესდება. 

"რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების დიზირების კორექცია. დღეს ჩვენთან იყო წარმოდგენილი გასტროენტეოროლოგიც. ფიზიკურად პაციენტი გაცილებით უფრო აქტიურია. დღეს მისი გატარების პირველი მცდელობა იყო,"- აცხადებს ჰემატოლოგი
ნინო შარაშენიძე.

ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე კი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, მისივე განმარტებით, რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომელსაც უბრალოდ დრო სჭირდება. 

პატიმრის მდგომარეობას შეაფასებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფიც - ნინო ლომჯარიას გორის ჰოსპიტალში წუთი წუთზე ელოდებიან.

ავტორი: ავთო გვასალია. 

დღის ამბები