"მწვანე პასპორტების" ამოქმედების პარალელურად, შეზღუდვები იხსნება. პირველი დეკემბრიდან რესტორნები იმუშავებენ მათთვის სასურველი დროით და არა 23:00 საათამდე. ერთადერთი პირობა მხოლოდ "მწვანე პასპორტის" მქონე მოქალაქეების დაშვებაა, რაც დაანონსდა, რომ მკაცრად გაკონტროლდება.
სიახლე რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის კვების ბიზნესს, გასართობ ცენტრებს, კინო-თეატრებს, თეატრებს, ოპერას და მუზეუმებს, საკონცერტო დარბაზებს, სამორინეებს და სათამაშო ბიზნეს ობიექტებს, სპა-ცენტრებს, ფიტნეს-დარბაზებს, სასტუმროებს და სამთო კურორტების საბაგირო გზებს - აქ მხოლოდ ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი მოქალაქეები დაიშვებიან.
ბიზნეს სექტორის სფეროს წარმომადგენლები, უსაფრთხო გარემოს შექმნის კონცეფციას მიესალმებიან და ასევე ამბობენ, რომ საათობრივი შეზღუდვის მოხსნა, მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც კარგად აისახება.
სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ იგივე გადაწყვეტილებების ფარგლებში ღონისძიებების გამართვაც დაიშვას.