რეანიმატოლოგების მიერ შესრულებული მეგრული სიმღერა, რომელმაც უკანასკნელი "ოქროს ღილაკი" დაიმსახურა. მამუკა გეგელია და თემურ კაცია ნიჭიერის ნახევარფინალში იასპარეზებენ.
შესარჩევი ტური გადალახა და მომდევნო ეტაპზე უფრო სახიფათო მანევრების შესრულებას შეეცდება 12 წლის ბაიკერი თორნიკე.
"რუსთავი 2-ის" მაყურებელმა იხილა უკრაინელი მოცეკვავეები და მამაკაცი, რომელმაც კბილებით 12 ტონის გაწევა შეძლო. როგორც ყოველთვის, "ნიჭიერის" მორიგი ეპიზოდი კვლავ გამორჩეული იყო - მეგაშოუს არნახული რეიტინგი უკვე ტრადიციად იქცა.
"ნიჭიერმა აშკარად ყველა მოლოდინს გადააჭარბა ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური სიტუაციის ფონზე შეგვექმნა გარკვეული ზეიმი არხზე და ვფიქრობ, რომ შედეგი მიღწეულია," - აცხადებს მედიაჰოლდინგის დირექტორი ზაზა გველესიანი.
"ნიჭიერის" ნახევარ ფინალებამდე მხოლოდ ერთი შესარჩევი ტური დარჩა. ამ ეპიზოდში კი უკვე ნახევარ ფინალში გადამსვლელ მონაწილებს იხილავთ. თუ ვინ გახდება საიუბილეო 2021 ნიჭიერი 31 დეკემბერს გაირკვევა.