წინანდლის ფესტივალის "პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის" მხარდასაჭერად ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თეა წულუკიანთან ერთად, თეა ახვლედიანი მარიამ ქვრივიშვილი, დიპლომატიური კორპუსი და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა სამინისტრო მზად არის, რომ მომავალი წლიდან "პან-კავკასიურ" ახალგაზრდულ ორკესტრს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
"წინანდლის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა ისეთი შესანიშნავი პროექტი, როგორიც არის "პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი". ეს რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში კულტურა, მაგრამ რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები, რომლებიც უკრავენ ერთად და აჩვენებენ იმ ჰარმონიას, რომელიც ხანდახან მუსიკის მიღმა მათ ქვეყნებს შორის იყოს წარსულში შეუძლებელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა დონორებთან ერთად ვიყოთ ამ ბავშვების გვერდით,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.