16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება ბათუმსა და ზუგდიდში - ზუგდიდში დაკავებულების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს

ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცება დროებით მაშინ შეჩერდა, როცა საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე საყვირით შევიდა. სხდომის გაგრძელების მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენელი დარბაზიდან პოლიციამ გაიყვანა.

სხდომა ოპოზიციის საყვირების, დაპირისპირებებისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი მაინც დაამტკიცეს.

ხმაური მხოლოდ შენობაში არ იყო. ზუგდიდის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზაზე საღებავებით წარწერების გაკეთებაც სცადეს. პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის კი სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ზუგდიდის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატია "ნაციონალური მოძრაობიდან".

ხმაური იყო მარტვილშიც. 2 საათიანი განხილვის შემდეგ მარტვილის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ოპოზიციის პროტესტი შეწყდა.

სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღით ადრე აანონსებდა, რომ ისინი წინა მოწვევის საკრებულოებს ზუგდიდსა და მარტვილში მთავარი ფინანსური დოკუმენტების განხილვის საშუალებას არ მისცემდნენ, თუმცა, დღეს 2022 წლის ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ორივე მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა განისაზღვრა.

დღის ამბები