16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ხვალიდან საქართველოში დამატებით შეზღუდვები წესდება - ვის შეეხება ახალი რეგულაციები

კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" გავრცელების გამო საქართველოში ხვალიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

ამხრეთ აფრიკა

ბოცვანა

ზიმბაბვე

ნამიბია

ლესოტო

ესვატინი (სვაზილენდი)

მოზამბიკი

მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი "ომიკრონი" შტამის დაფიქსირების გამო  მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. 

დღის ამბები