წვიმა ელჭექით, თოვლი და ზღვაზე შტორმი - სინოპტოკოსების პროგნოზი 1-2 დეკემბრისთვის
30-11-2021 13:18
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.