20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
როგორ გამოავლენენ საქართველოში ომიკრონს - ჯანდაცვის უწყება, სეკვენირების გარდა, სპეციალური PCR ტესტებით ისარგებლებს

როგორ გამოავლენენ საქართველოში ომიკრონს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის საეჭვო შემთხვევების კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში სეკვენიერების მეთოდით მიმდინარეობს. გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, ქვეყანაში ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. 

"დიაგნოსტიკის მეთოდები ძალიან დაიხვეწა და ძალიან სწრაფად მიდის მოდიფიცირება. მიმდინარეობს მონიტორინგი და ზედამხედველობა ლაბორატორიულ ცირკულაციაზე, სხვადასხვა შტამის. ორნაირად მიმდინარეობს, ერთი არის PCR  ტესტები, უკვე გვაქვს სპეციფიკური, იმავე - "დელტაზე", რომლითაც ძალიან სწრაფად შეგიძლიათ გაიგოთ, ეს არის „დელტა“ „ალფა“ თუ სხვა და საბოლოო სიტყვა სეკვენირებაზეა, რომელიც ძვირადღირებული სიამოვნებაა, რასაც ყოველ ნიმუშზე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არჩევითად, შესაბამისი პროტოკოლით კეთდება.

ჯერჯერობით, "ომიკრონი“ არ გამოჩენილა. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ორ ძირითად პარტნიორთან ეს არის ჯანმოს შესაბამისი ლაბორატორიული სამსახური და ასევე, მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი, რომლებიც ვფიქრობ, მალე მოგვაწვდიან შესაბამის PCR ტესტებს. გუშინ გაეგზავნა 50 ლაბორატორიას პროტოკოლი, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ გადმოაგზავნონ საეჭვო ნიმუშები ლუგარში და შემდეგ ჩატარდეს სეკვენირება და დადგინდეს, არის თუ არა ეს მუტაცია,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები