25 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
თბილისში მაღაზია iPlus-ის ერთ-ერთი ფილიალი გაძარცვეს - მძარცველები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თბილისში ტექნიკის მაღაზია iPlus-ის ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. მძარცველებმა დიდი რაოდენობის ტექნიკა წაიღეს. მაღაზიის გატეხვის კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

iPlus-ის მენეჯერის ასისტენტის, ანა ხუჯაძის განცხადებით, რადგან მაღაზიაში აქამდეც არაერთხელ დაფიქსირებულა ქურდობის ფაქტი, მათ სპეციალური ჟალუზები დააყენეს, თუმცა მძარცველები რკინის საჭრელი მოწყობილებით აღჭურვილები მოვიდნენ და ტექნიკის გატანა მაინც მოახერხეს. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები