20 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
რა სასჯელს გამოუტანს სასამართლო კასპში მოკლული 34 წლის მამაკაცის მეუღლესა და მეგობარს - გახმაურებული საქმის დასკვნითი პროცესი

გორის რაიონულ სასამართლოში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება. განსასჯელის სკამზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი ზის, დანაშაულის დაფარვას კი მოკლულის მეუღლეს, ქეთევან ჩხაიძეს ედავებიან. ბრალდებულები სასამართლო სხდომას დისტანციურად ესწრებიან. ზურაბ კახიშვილმა გააპროტესტა ის გარემოება, რომ ის ფიზიკურად არ ესწრება სხდომას და ვერ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. 

საქმის პროკურორი, ნიკოლოზ სანიკიძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ყველა საჭირო მტკიცებულება იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. 

"ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულია ყველა საკმარისი მტკიცებულება - წერილობითი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, რომელიც სრულად ადასტურებენ ორივე ბრალდებულის ბრალეულობას და აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს დაადგენს,"- აცხადებს პროკურორი. 

სასტიკი მკვლელობა კასპში 13 მარტს მოხდა, მოკლულს 19 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს და სასაფლაოს ტერიტორიაზე დატოვეს, მისი ცხედარი კი მწყემსმა მეორე დღეს იპოვა.

ორივე ბრალდებული დღეს საბოლოო სიტყვით ისარგებლებს, რის შემდეგაც, არაა გამორიცხული, სასამართლომ საბოლოო განაჩენი დღესვე გამოიტანოს. 

დღის ამბები