20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
მეტრო გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება

მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, განაცხადა.

კახა კალაძე დღეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერის თქმით, სამუშაოების შეფერხება კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია.

"მეტრო გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო. თუმცა აქ იყო ორი დიდი პრობლემა. ერთი კომპანიის პრობლემა, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რაც ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისიწინებული. მეორე დიდი პრობლემა ეს იყო თვითონ ბაქნის უვარგისობა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, პროექტი მიღებული გვაქვს. დაწყებულია ბაქნის განახლება, ახალი ბაქნის პროექტის შექმნა," - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები