დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა გაიმართება. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება და სავარაუდოდ გამოძიების კითხვებს თავად მამუკა ხაზარაძე უპასუხებს.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას.
"ლელოს" დამფუძნებლებს ფულის ე.წ. გათეთრებაში ადანაშაულებენ. ამავე საქმეში ბრალი წარდგენილი აქვს ავთანდილ წერეთელს.