08 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ინდოეთში სროლას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - სამხედროებმა ცეცხლი შეცდომით მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნეს

13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სროლას ინდოეთში. სამხედროები ამბოხებულების წინააღმდეგ შეტევას გეგმავდნენ, მაგრამ ცეცხლი შეცდომით მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნეს.

გარდაცვლილებს შორის არიან მეშახტეები, რომლებიც საღამოს ავტომობილით სახლში ბრუნდებოდნენ. ინციდენტს მოსახლეობასა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოჰყვა.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარის დროს დაიღუპა ერთი სამხედროც. ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შემთხვევას გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან.

დღის ამბები