24 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
ციხისძირის მოსახლეობა ციტრუსის ქარხნიდან გამოტანილი ნარჩენების დაყრას აპროტესტებს

სოფელი ციხისძირის მოსახლეობიდან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წევრები და საკრებულოს ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრი დღეს ქობულეთის მერთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ისინი ციტრუსის ქარხნიდან გამოტანილი ნარჩენების დაყრას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სპეციფიკური სუნი აქვს და ადგილობრივებს ეკოლოგიურ საფრთხეებს უქმნის.

შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მერმა მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა.

ქობულეთის მერის განცხადებით კი, იგი ადგილობრივებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს.

დღის ამბები