დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქმეს, სადაც სახელმწიფო ბრალმდებელი ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
როგორც დაცვის მხარე აცხადებს პროცესი პოლიტიზირებულია და არანაირი კავშირი მას სამართალთან არ აქვს.
"სასამართლო პროცესი გახლავთ სამართლებრივ-ფორმალისტური თვალსაზრისით წინა სასამართლო სხდომა, სადაც ძირითადი თვალსაზრისი, არის მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ მსჯელობა. მოლოდინი იმისა, რომ პროცესი ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება არ გვაქვს. ეს პროცესი არის, იმ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინაღმდეგ მიმდინარეობს. ბრალს, რომელითაც ედავებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ამ ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში დაბრუნების ფაქტს,"- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.