20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია - როდის დაასახელებს პრემიერი ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა, ახლა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მთავარი კითხვაა ვინ შეცვლის ჯანდაცვის მინისტრს და ვინ დაიკავებს პოსტს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრი პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხის მიხედვით უნდა შეირჩეს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ახალ მინისტრს დიდი გამოწვევა - პანდემიის მართვა - ელის, ამიტომ აუცილებელია ჰქონდეს ჯანდაცვის პროექტების მართვის გამოცდილება.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "ქართული ოცნების" ლიდერებს. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, პანდემიის პერიოდში არაერთი ეფექტური რეფორმა გატარდა და მიუხედავად იმისა, რომ ეკა ტიკარაძეს მინისტრობა ურთულეს პერიოდში მოუწია და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შედეგის მომცემი იყო.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა და თქვა, რომ ის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს საქმიანობს - მინისტრის მოვალეობას კი იანვრამდე შეასრულებს. 

დღის ამბები