05 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
ჯო ბაიდენისთვის მიცემული პირობა და უკრაინის საზღვართან მობილიზებული100 ათასი რუსი სამხედრო - დასავლეთი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

ნატოს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების პირველი პირები ერთმანეთის მიყოლებით აფრთხილებენ რუსეთს, რომ თუ უკრაინაში შეიჭრება დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინმა მას პირობა მისცა. უკრაინის პრეზიდენტი პუტინის პირობით კმაყოფილია, თუმცა რამდენად შეასრულებს კრემლი სიტყვას, ამას ვლადიმირ ზელენსკი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მაშინ, როცა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართან დგას, მოსკოვთან მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევა ილუზიად მიაჩნიათ დიპლომატებს. ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ბილ ტეილორი ამბობს, რომ სანამ მოსკოვი დასავლეთს შუბლზე იარაღს ადებს, მოლაპარაკება ვერ შედგება.

თუკი იქნება აგრესია, იქნება პასუხიც - ეს დასავლეთის მკაფიო გზავნილია.

პუტინი დასავლეთიდან წამოსულ გზავნილებს რუსოფობიას უწოდებს და აცხადებს, რომ დონბასის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები გენოციდს დაემსგავსა. კრემლი უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისი ბაიდენის მმართველობისთვის ტესტი იქნება. იმისთვის კი რომ რუსეთი საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეს, დასავლეთმა კრემლი სათანადოდ უნდა დასაჯოს.

რუსეთი არა თუ სიტყვიერ დაპირებებს, არამედ საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს რომ არ ასრულებს, ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ მსოფლიოსთვის უკვე კარგად ცნობილი ფაქტია. შესაბამისად, გახდება თუ არა სანქციები ბერკეტი რუსეთის რუსული აგრესიის შესაკავებლად, ბუნდოვანია. 

 

 

 

დღის ამბები