02 მაისი 2024,   14:28
ვრცლად
ვინ იბრძოლებს "ოქროს გლობუსისთვის" - ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ნომინანტები დაასახელა 

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ "ოქროს გლობუსის" ნომინანტები დაასახელა. საუკეთესო კინოფილმებში "დიუნი" და "ვესტსაიდის ისტორიაა" წარდგენილი. დრამატულ ფილმებში ქალი მსახიობის ნომინაციაში ჯესიკა ჩესტეინი, ოლივია კოულმანი, ნიკოლ კიდმანი და ლედი გაგა დასახელდნენ. ხოლო ამავე ჟანრში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლების ნომინაციებში ხავიერ ბარ-დემი, ბენედიქტ ქამბერბეჩი, უილ სმიტი და დენზელ უაშინგტონი მოხვდნენ.

"ოქროს გლობუსისთვის" ასევე იბრძოლებენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან, ჯენიფერ ლოურენსი, ემა სტოუნი, ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო.

ხუთ უცხოენოვან ფილმს შორის იბრძოლებს პედრო ალმოდოვარის ფილმი "პარალელური დედებიც". ნომინაციების მიღმა არ აღმოჩნდა ასევე Netflix-ის პოპულარული სერიალი "კალმარის თამაშები" . ოქროს გლობუსის 79-ე დაჯილდოებაა გამარჯვებულებს 9 იანვარს დაასახელებს. 

დღის ამბები