20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში - საკრებულოს არაწევრი ოპოზიცია ბიუროს სხდომაზე დასწრებას ცდილობს

ამ წუთებში ხმაურია ქობულეთის საკრებულოში, სადაც ბიუროს სხდომა უნდა დაიწყოს. შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველებმა შენობაში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ის დეპუტატები შეუშვეს, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებმაც ბიუროს სხდომის წინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს, მოითხოვენ, რომ აქციის ყველა მონაწილემ შეძლოს ბიუროს სხდომაზე დასწრება.

სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი და მცირედი ფიზიკური დაპირისპირებაც. 

დღის ამბები